ადვოკატთა ასოციაციაში სისხლის სამართლის კომიტეტის სხდომა გაიმართა

5 მაისი 2014

სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ ბ-მა ზურაბ როსტიაშვილმა. სისხლის სამართლის კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის  საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფასა და მათი შესაბამისობაში მოყვანაზე სხვა კანონებთან, რა მიზნითაც გადაწყდა კომიტეტის მიერ შემუშავებულ იქნეს შესაბამისი რეკომენდაციები.

კომიტეტის თავმჯდომარემ დააყენა წინადადება კომიტეტის ფარგლებში დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნის თაობაზე, სისხლის სამართლის სფეროში არსებული ხარვეზების გამოვლენისა და არსებული მდგომარეობის ანალიზის მიზნით.

კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, არსებული ამოცანებისა და ფუნქციების ეფექტური შესრულების მიზნით, კომიტეტის ფარგლებში  შეიქმნა 3 სამუშაო ჯგუფი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი